მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია - GWP

სს
25.06.24 18:18
106

სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები სრულად აღდგენილია - ამის შესახებ ინფორმაციას "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" (GWP) ავრცელებს.

16 ივნისს, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი, რომელიც თბილისისა და ქალაქ მცხეთის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებდა, ავარიულად დაზიანდა. დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ დიდი ოდენობით მეწყრული მასის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური მილსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.

ვითარების შესწავლის შემდეგ, ინციდენტის ოპერატიულად აღმოსაფხვრელად, აუცილებელი იყო მილსადენის დაზიანებული მონაკვეთების მიწის საფარისგან გამოთავისუფლება და ქსელის ლოკალური განახლება. შესაბამისად დაიგეგმა გრუნტის საფარის მოხსნა და მეწყრული ფერდობის დატერასება.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფები სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის აღსადგენ სამუშაოებს 17 ივნისიდან 25 ივნისამდე 24 საათიან უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდნენ. სამუშაოების შედეგად დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი. მაგისტრალური მილის დიაგნოსტირების დასრულების შემდეგ მიწის საფარისგან გამოთავისუფლდა მილსადენის შესაბამისი მონაკვეთები, ჩატარდა დაზიანებული მონაკვეთების ამოცვლითი სამუშაოები და თითოეული ახალი გადაბმის წერტილის შედუღების ხარისხის ექსპერტიზა. სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყო ქსელის რეცხვა და ლაბორატორიულად შემოწმებული მაღალი ხარისხის სასმელი წყლით შევსება. აღდგენილი მილსადენის წყლის წნევით დატვირთვის მიმართ მდგრადობის შესაფასებლად ჯივიპის ტექნიკურმა ჯგუფებმა დამატებით განახოციელეს ქსელის სრული პერიმეტრის დაკვირვება და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკური მონიტორინგი.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გუნდი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის და მადლობას უხდის თითოეულ აბონენტს მხარდაჭერისა და მოთმინებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები