მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია... ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს - ბიზნესმენი

ბიზნესმენი

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას აზრით, იმ მასშტაბური პროტესტის და საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების გათვალისწინებით, მმართველმა ძალამ „რუსული კანონის“ განხილვა უნდა შეაჩეროს.

ამის შესახებ მან BMG-ის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციების და მმართველი ძალის პოლიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ახალგაზრდა თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს და შეუძლებელია, მათი შეშინება წყლის ჭავლით ან სხვა საშუალებებით.

„ის, რომ ეს თაობა არ დათმობს ევროპულ მომავალს, ეს ცხადია. მათი შეჩერება არავის და არაფერს შეუძლია. წყლის ჭავლი უკვე გამაგრილებელი შხაპია და აღარ მოქმედებს... არავის ეშინია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მოქალაქეების ასაკსაც, ვინც ამ კანონს აპროტესტებს, რადგან სწორედ ახალგაზრდა თაობას მოუწევს ასეთი კანონის პირობებში დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრება, ამიტომ ისინი მომავლისთვის იბრძვიან“, - თქვა BMG-სთან თემურ ჭყონიამ.

ბიზნესმენისთვის გაუგებარია, რატომ უდგას ხელისუფლება ჯიბრში საქართველოს მოქალაქეებს და რატომ გრძელდება „რუსული კანონის“ განხილვა.

„პოლიტიკური სპექტრისთვის ჯიბრში ჩადგომა არ უნდა იყოს სწორი მიმართულება. პოლიტიკა რა არის? - როცა მიწოლის დროა, უნდა მიაწვე და როცა დათმობის დროა, უნდა დათმო და ამას მიხვდე. ასეთი უნდა იყოს მოქნილი პოლიტიკოსი.

რა დავალება აქვს მმართველ პარტიას და ვისგან არ ვიცი, მაგრამ თუ ქვეყნისთვის ასეთი აუცილებელია ამ კანონის მიღება და შესაძლებელია, მთავრობას სრული ინფორმაცია არ აქვს არასამთაბრობოების დაფინანსების შესახებ, მაგრამ ამავდროულად, ფაქტია, ასეთი კანონის მიღება მოსახლეობის დიდი ნაწილის პროტესტის გამო მიუღებელია, შესაძლებელია, გადადონ და არჩევნების მერე დაუბრუნდენნ მის განხილვას, როცა საზოგადოებაც უფრთო გათვითცნობიერებული იქნება და ახალი ხელისუფლებაც გვეყოლება“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები