მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თუ ასე გაგრძელდა, ქართული ბიზნესისთვის შეიძლება შავი პარასკევი დადგეს“ - კახა ხაზარაძე

#რედაქტ2: “რუსული კანონის” გავლენა ბიზნესგარემოზე - ინტერვიუ კახა ხაზარაძესთან / 02.05.2024

ბიზნესმენი კახა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ თუ მმართველი ძალა კანონს არ გაიწვევს და პროცესები გაგრძელდება, ქართული ბიზნესისთვის შეიძლება შავი პარასკევი დადგეს. ქვეყანაში რიტეილ სექტორში 1993 წლიდან მოქმედი ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე „რუსული კანონის“ ინიციირებით მიღებულ გავლენაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დღეს ინვესტორები საქართველოს გრძელვადიანი ინვესტირებისთვის არ განიხილავენ.

კახა ხაზარაძე ამ დროისთვის ჩინეთში საერთაშორისო გამოფენაზე იმყოფება, სადაც პოტენციურ პარტნიორებს კომპანიას და ქვეყანას აცნობს. ის ამბობს, რომ ბიზნესი საქართველოში მუშაობას განაგრძობს, თუმცა მდგომარეობა იმდენად რთულია, რომ ხმამაღლა საუბარი მათ შორის ბიზნესმენების მხრიდან აუცილებელია. ბიზნესმენი იმასაც აღნიშნავს, რომ მას „რუსული კანონის“ წინააღმდეგ კრიტიკული დამოკიდებულების გაჟღერება არ ეშინია, რადგან ბიზნესის დაკარგვის საპირწონედ დღეს ქვეყანაში თავისუფლების დაკარგვა დევს.

„ხოლო რაც შეეხება პარტნიორების დამოკიდებულებას დღევანდელ სიტუაციასთან, ისინი ქვეყანაში გრძელვადიან ინვესტირებას არ განიხილავენ, თუ ასე გაგრძელდა, პარტნიორებისთავის კი არა ქართული ბიზნესისთვის შეიძლება შავი პარასკევი დადგეს. არასდროს ვყოფილვარ პესიმისტი. ოპტიმისტი ადამიანი ვარ. ბიზნესი 90-იან წლებში დავიწყე, როდესაც ქუჩაში იყო მხედრიონი, გვარდია და განუკითხაობა იყო.. იმ პერიოდში ბიზნესის კეთება წარმოუდგენელი იყო. მე ვერ წარმომედგინა, რომ 30 წლის შემდეგ შეიძლება უარეს სიტუაციაში აღმოვჩენილიყავით“, - აცხადებს კახა ხაზარაძე.

"ICR ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაინც ოპტიმისტურად უყურებს ვითარებას და სჯერა, რომ ახალგაზრდების პროტესტი, რომლებიც რამდენიმე კვირაა ქვეყანაში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციებს მართავენ, შედეგს გამოიღებს.

„ოპტიმისტი ადამიანი ვარ და ვთვლი, რომ საზოგადოება მიაღწევს და აიძულებს ოცნებას რომ მან გააჩეროს ეს კანონი თუ უნდა რომ 83 ადამიანს [ვინც კანონის მიღებას მხარი დაუჭირა] ადრე თუ გვიან ქვეყნის დატოვება არ მოუწიოს, რადგან ბევრად მარტივია ერთმა დატოვოს, ვიდრე 83-მა. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ, რომ მათ ოჯახში მისვლისას პრობლემები აქვთ თავის შვილებთანაც, რადგან ვერ უხსნიან ამდენი ახალგაზრდა. პოლიტიკურმა ძალებმა ამოწურეს თავისი რესურსი შეკრიბონ ხალხი. ეს სერიოზული პრობლემაა და ნიშნავს, რომ კრიზისია“, - აცხადებს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები