“თუ დავიძინებთ, გავიღვიძებთ რუსეთში” - ამ სიტყვებით ამხნევებენ “რუსული კანონის” წინააღმდეგ აქციის მონაწილეები ერთმანეთს. რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები არ იშლებიან.
მოძრაობა გადაკეტილია. ასევე, რამდენიმე საათია აქციის მონაწილეებს მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები აქვთ გადაკეტილი და მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანებს ატარებენ.
"რუსული კანონის" წინააღმდეგ აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენეს.
წყლის ჭავლის გარდა, პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად სხვადასხვა საპოლიციო ზომას მიმართა, მათ შორის აქციაზე ცრემლსადენი გაზიც გაუშვა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისროდნენ რეზინის ტყვიებსაც.
“რუსული კანონის” მოწინააღმდეგეებმა საავტომობილო გზა მტკვრის ორივე სანაპიროზეც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სანაპიროსკენ მას შემდეგ დაიძრნენ, როცა სპეცრაზმმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გათავისუფლება დაიყო.