მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ EU-მ შეწყვიტა საქართველოსთან ურთიერთობა, EBRD ან EIB გააგრძელებს?! - დიმიტრი ცქიტიშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია "პროგრესული ფორუმის" თავმჯდომარე და 2016-2020 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი „რუსულ კანონზე“ საპასუხოდ ევროკავშირისგან პერსონალურ სავიზო შეზღუდვებს, ასევე, უვიზო რეჟიმის შეჩერებას და ფინანსური დახმარებების შეწყვეტას საპარლამენტო არჩევნებამდე არ ელოდება.

სანქციები, უვიზო მიმოსვლის შეჩერება - რა წერია ევროკომისიის დოკუმენტში, რომელიც “რადიო თავისუფლებამ” მოიპოვა?

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა და მოქალაქეებს საპარლამენტო არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა. „საპარლამენტო არჩევნებზე წასვლით გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარ თავზე სანქციები ავიცილოთ“, - ამბობს ყოფილი დეპუტატი.

ამასთან, დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ანტიდემოკრატიული კანონის მიღების გამო, ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას ფინანსური დახმარებები შეუწყვიტა, ეს ნეგატიურად აისახება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან საქართველოსთვის შეღავათიანი კრედიტების გაცემაზე.

„საქართველოს სახელმწიფო, რეალურად ფუნქციონირებს იმით, რომ ჩვენ გვაქვს საერთშორისო მხარდაჭერა როგორც ევროკავშირის მხრიდან, ისე - აშშ-დან და როგორ წარმოგიდგენიათ, თუ აშშ-მა გადახედა საქართველოსთან ორმხრივ თანამშრომლობას და ევროკავშირმა შეწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა, ვგულისხმობ ფინანსური დახმარებების შეჩერებას, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD) ან ევროპის საინვესტიციო ბანკი (ADB) ან კიდევ ADB ჩვეულებრივ გააგრძელებს თანამშრომლობას?! რა თქმა უნდა, ისინი საქართველოსთან თანამშრომლობის პოლიტიკას გადაიზრებენ.

თუ გადავხედავთ საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურას, ვნახავთ, რომ ADB ერთი მსხვილი დონორია და გამოდის, რომ ჩვენ არ გვექნება წვდომა დაბალპროცენტიან ფინანსურ რესურსზე, რომელსაც ამ და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისგან საშეღავათო პერიოდით ვსესხულობთ.

მთავრობის ვალი $8.7 მილიარდია - რომელი ქვეყნების და ფინანსური ინსტიტუტების ვალი აქვს საქართველოს?

კიდევ უფრო საშიში კი ის არის, რაზედაც გვაფრთხილებს აშშ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩინურ ინვესტიციებთან და კრედიტებთან, რათა ჩინეთის ე.წ. სესხის ხაფანგში არ აღმოჩნდეს ქვეყანა. ცნობილია, რომ ჩინეთმა სხვადასხვა ქვეყანაში ამ გზით ჩაიგდო კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

2019 წლიდან, EU-სგან სამინისტროებმა სამოქალაქო საზოგადოებაზე 10-ჯერ მეტი დახმარება მიიღეს - ევროკომისია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები