მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ხელისუფლება ვერ მიხვდა, როდის უნდა წავიდეს, იმ ხელისუფლებას აგდებენ - ვახტანგ ხმალაძე

ვახტანგ ხმალაძე

"თუ ხელისუფლება ვერ მიხვდა, როდის უნდა წავიდეს, იმ ხელისუფლებას აგდებენ“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ მერვე მოწვევის პარლამენტის (2012-20016 წლები) წევრმა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

"ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს მიაჩნია, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, პარლამენტს „რუსული კანონი“ ისევ გააწვევინოს.

მისივე შეფასებით, „რუსული კანონის“ მიღების მორიგი მცდელობა მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას გეზი რუსეთისკენ აქვს აღებული.

- ვინ შეიძლება შეაჩეროს ბიძინა ივანიშვილი?

- ხალხმა...

- თუმცა ჯერ არ ეტყობათ, რომ ხალხის ძალას აღიარებენ... მეტიც, დაიწყეს გინება, დაშინება, ადამიანების დასისხლიანება...

- 2012 წელს არ იყო შანტაჟი და მუქარა?! მაგრამ როგორ დამთავრდა?!

- „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლით... თუმცა ალბათ წასვლასაც უნდა გამბედაობა?

- პირველ რიგში, გონება უნდა... თუ ხელისუფლება ვერ მიხვდა და ვერ დაინახა ის დრო, როცა ის უნდა წავიდეს, იმ ხელისუფლებას აგდებენ და გაგდებისას ხელისუფლების პირველი პირების ბედი ცუდად მთავრდება ხოლმე; თუნდაც თვითგადარჩენის ინსტინტქმა უნდა იმუშაოს, თუ არ იმუშავა, შეიძლება, ძალიან მძიმედ წარიმართოს პროცესი მთლიანად ქვეყნისთვის და იმ პროცესიდან ხელისუფლება გამარჯვებული ვერ გამოვა; არსად გადარჩენილან <ხელისუფლებები> და ვერც აქ გადარჩება.

- რას ეტყოდით ან ურჩევდით ბიძინა ივანიშვილს - რატომ უნდა დაიხიოს ახლა უკან?

- უნდა, რომ ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს?!

- დღეს ამ რისკის ქვეშ ვართ?

- ომი უნდა?! ამ ომს შეიძლება გადაჰყვეს ხელისუფლებაც და ძალიან ბევრი გულანთებული ადამიანი... მისი ერთი სიტყვის თქმით კი, შესაძლებელია ამის თავიდან აცილება და შემდეგ ხალხმა თქვას, ვის აძლევს ხელისუფლებას - თუ ხალხი იტყვის, რომ ისევ „ქართულ ოცნებას“ უჭერენ მხარს, სხვა რა გზა გვექნება, უნდა შევეგუოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები