მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ საქართველოს წინ წაწევა სურს, კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ[რუსულ] კანონს - მარკ კლეიტონი

პროტესტი დემონსტრაცია რუსული კანონი

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ “რუსულ კანონს” კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თუ საქართველოს სურს წინ წაწევა, კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ[რუსულ] კანონს.

ელჩმა საკითხზე BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკას” ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც წამყვანი დაინტერესდა, თუ როგორია მისი შეფასება, სად ვართ დღეს და სად არის საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

“რასაც მე ვაკვირდები, საზოგადოების შიგნით წარმოუდგენელი მხარდაჭერაა ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. ისიც უნდა ვთქვა, რომ თქვენი მთავრობაც აქამდე ამბობს, რომ ეს რჩება მათ ასპირაციად. და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩემი ევროპელი კოლეგების კომპეტენციაა ამ კითხვებზე პასუხების გაცემა, მაგრამ ასევე მივაქცევ ყურადღებას იმ გარემოებასაც, რომ ძალიან ბევრი კომენტარი კეთდება საქართველოს პარტნიორებისგან, რომლებსაც ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოს მომავლისთვის ამ 30 წლის მანძილზე, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას და ამ ფორმით უცხოური გავლენის ცნების დაკანონებას. აქ შემიძლია ის გავიმეორო, რაც ჯოზეფ ბორელმა რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ამ კანონის პირობებში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დე–ფაქტო გაყინულია. ამდენად, თუ საქართველოს სურს წინ წაწევა, კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ კანონს და გადაწყვიტოს, რას აკეთებს იმისთვის, რომ წინ მართლაც წაიწიოს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ევროკავშირი საკმაოდ მკაფიოა – ეს კანონი არ არის თავსებადი ევროკავშირში წევრობის მოთხოვნებთან. კიდევ ერთხელ – ამაზე უფრო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა ისაუბრონ”, - განაცხადა ელჩმა.

მარკ კლეიტონი ამბობს, რომ ამ კანონმა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს ბევრი კარგი საქმე, რასაც საელჩო აკეთებს საქართველოში.

“ერთ–ერთი დიდი ნაწილი, სადაც ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ ეს შერიგების პროცესია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ამ მხარდაჭერას სხვადასხვა სახე აქვს. საქმის ნაწილი მიმდინარეობს ეუთო–ში, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის. გაერომ ამ რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთხელ დიდ ბრიტანეთთან ერთად უზრუნველყო რეზოლუცია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად ჩვენი პოზიცია და მხარდაჭერა სრულიად ნათელია. მაგრამ ამასთანავე, დაფინანსებას რაც შეეხება, ჩვენ ვთანამშრომლობთ სათემო ორგანიზაციებთან. ამ კანონით მათ უცხო აგენტის იარლიყი უნდა მიეკრათ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი. ისინი საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკის მხარდასაჭერად მუშაობენ. ამ კანონის რისკი ის არის, რომ მათი სტიგმატიზება შეიძლება მოხდეს და ეს სამუშაო გაჩერდეს”, - თქვა მარკ კლეიტონმა.

წამყვანი დაინტერესდა, თუ რამ შეიძლება შეცვალოს “ქართული ოცნების” ქცევა და რა ფასი შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ეს ერთი კანონი:

“ეს უნდა ჰკითხოთ ქართულ ოცნებას, რატომ ინარჩუნებენ ამ კანონს. მათგან რაც მესმის – უდიდესი ნაწილი გამჭვირვალობას უკავშირდება, თუმცა აქ კონტრარგუმენტი ისაა, რომ სამოქალაქო სექტორი ისედაც ძალიან გამჭვირვალეა. საქართველოს სახელმწიფოს აქვს დეტალური წვდომა მათი ფულადი ნაკადების მოძრაობასთან, დონორები წარმოადგენენ ანგარიშებს, სამოქალაქო საზოგადოება თავად ასაჯაროებს ამ ინფორმაციას, ჩვენ ამ ინფორმაციას პირდაპირ ვაწვდით მთავრობის დონორთა საკოორდინაციო საბჭოს, ინფორმაცია არის”, - თქვა ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები