მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ "შავი ფული" შემოდის, ე.ი. ვერ მუშაობენ ძალოვნები. 12-13 წელია, არცერთი აგენტი გამოვლენილი არ არის - ნანუაშვილი

უჩა ნანუაშვილი

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დამფუძნებელი, უჩა ნანუაშვილი BMGtv-ის გადაცემაში "წერტილი" ამბობს, რომ პროცესი, რომელსაც დღეს საქართველო გადის, წლების წინ გაიარა რუსეთმა, იგივე კანონის მიღებით.

ყოფილი სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მიღების შემთხვევაში, კანონის რეალურ მსუსხავ ეფექტს ქვეყანა არჩევნების შემდეგ იგრძნობს.

" ეს არის გადამწყვეტ მომენტი, როცა ყველამ, საზოგადოებამ, მედიამ, არასამთავრობო სექტორმა, უნდა ვთქვათ ჩვენი სიტყვა, რომ ამ კანონის მიღებას ექნება უზარმაზარი შედეგი. ქვეყანა, დაკარგავს ყველაფერს, იმ მონაპოვარს, რაც ჩვენ 35 წელი ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგროვეთ. სწორედ ეს არის მთავარი, რატომ არის ხელისუფლება მზად, ყველაფერს ხაზი გადაუსვას, რაც ამ წლების განმავლობაში შეიქმნა.

სამწუხაროდ, პროცესი რომელიც დღეს ხდება, არ არის უცხო. ეს უკვე გავლილი აქვს რუსეთს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ამ დრომდე ვერცერთი არგუმენტი ვერ მოიყვანა, რატომ არის ეს კანონი აუცილებელი. თუ ქვეყანაში შავი ფული შემოდის, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ მუშაობენ სათანადოდ და უშვებენ, რომ შემოვიდეს ეს ფული. რომელიმე ორგანიზაცია, თუ არაკანონიერ საქმიანობაშია ჩართული და ძირს უთხრის სახელმწიფოს, სწორედ იმ ორგანიზაციის წინააღმდეგ უნდა იყოს დაწყებული მუშაობა. სწორედ ამისთვის ვინახავთ ჩვენ უსაფრთხოების სექტორს და პროკურატურას. როცა ასეთი ფაქტები არ არსებობს, როცა ქვეყანაში მინიმუმ ბოლო 12-13 წელია არც ერთ აგენტი გამოვლენილი არ არის, რაზეა საუბარი? რატომ არის კონკრეტული კანონი საჭირო იარლიყის მიწებებისთვის, რომელიც არა მხოლოდ იარლიყის მიწებებაა, ეს არის ახალი პროცესი. ამ კანონის მიღების შემდეგ, ჩვენ გვექნება სრულიად ახალი და განსხვავებული ქვეყანა. კანონის მსუსხავ ეფექტს კი, არჩევნების შემდეგ ვიგრძნობთ", - განაცხადა ნანუაშვილმა "წერტილში".

შეგახსენებთ, ე.წ გამჭვირვალობის შესახებ "რუსული კანონი" პარლამენტმა მეორე მოსმენით ხვალ უნდა განიხილოს. მმართველ პარტიას პარალელურად დაანონსებული აქვს კონტრაქცია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები