მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, სისხლის სამართლის სასჯელია გათვალისწინებული - კობახიძე

კობახიძე

თუ ვინმე არ ითანამშრომლებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან, ამისთვის არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის სასჯელი, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, შესაბამისად, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა ვერ იქნება ოპოზიციის გადასაწყვეტი და გამოძიებასთან თანამშრომლობა ყველას მოუწევს.

„აქედან გამომდინარე, თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რა სახით განვითარდება პროცესები. რა თქმა უნდა, ყველას მოუწევს გამოძიებასთან თანამშრომლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, "ოცნება" კომისიას წინა ხელისუფლების "სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით" ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები