მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუკი სამუშაო ადგილების დაკარგვის ტემპი შენარჩუნდა, მოსახლეობა გაკოტრდება, აუცილებელია გადასახადების შემცირება”

5f6fad9028406
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.20 00:15
896
"თუ სამუშაო ადგილების დაკარგვის ეს ტემპი შენარჩუნდა და ოფიციალური ციფრები რაც ვნახეთ დღგ-სა და სხვა გადასახადებში, სადაც მკვეთრი ვარდნა არის შემოსავლების. ამ გადასახადების შეუმცირებლად უბრალოდ კოტრდება ხალხი და სამუშაო ადგილები უქმდება,"- განაცხადა პარტია "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ Forbes Talks-ის ეთერში. 

პარტიის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პროგრამის თანახმად, უნდა შემცირდეს მოგების, საშემოსავლო, დამატებული ღირებულებისა და საწვავის აქციზის გადასახადები. ამის პარალელურად, “ევროპული საქართველოს” პროგრამა მიზნობრივი სოციალური დახმარებებისა და ასაკობრივი პენსიის გაორმაგებას ითვალისწინებს.

კითხვაზე, თუ როგორ მოხდება ამ ხარჯების დაფინანსება, გიგა ბოკერია პასუხობს, რომ ამისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა არასაჭირო ბიუროკრატიული ხარჯების 2.5 მილიარდი ლარით შემცირება იქნება. გრძელვადიან ჭრილში კი მშპ-ში სახელმწიფოს წილი 20%-მდე უნდა შემცირდეს. ამასთან, გიგა ბოკერიას თქმით, პანდემიის წლებში ბიუჯეტის დასაბალანსებლად დამატებითი საგარეო დაფინანსების მოზიდვაა, რამაც შემდგომ წელს $1 მილიარდი დოლარი უნდა შეადგინოს.

“ევროპული საქართველოს” ეკონომიკური პროგრამა:

- დღეს ყველაზე კონსერვატიული შეფასებითაც კი 95 ათასამდე სამუშაო ადგილი არის დაკარგული და ჩვენ გვჭირდება ამის უსწრაფესად ამოქაჩვა. გამოსავალი არის ერთი, იმ დოვლათის რაც ქვეყანაში იქმნება არსებითად ნაკლები ნაწილი უნდა დახარჯოს ბიუროკრატიამ. საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ ჩამივიდეთ 20%-მდე სახელმწიფოს წილზე ქვეყნის ეკონომიკაში. 20%-ზე მეტს არ უნდა ხარჯავდეს მთლიანად მთავრობა. ეს უნცა მოხდეს პირველ რიგში გადასახადების შემცირების გზით. ყველა გადასახადს ვგულისხმობთ - საშემოსავლოს, მოგების გადასახადს, დღგ-ს და აქციზსაც. ჩვენ გეგმაში დეტალურად გვაქვს გათვლილი. ამ ყველაფრის შედეგად, ჯამში უნდა დავტოვოთ სწრაფადვე, დაახლოებით 2.5 მილიარდ ლარზე მეტი ფული ეკონომიკაში ყოველ წელს. დღეს ამ ფულის ამოღება ხდება ბიუროკრატიის მიერ და ხდება საბაზო კონკურენციის დარღვევით მისი ხარჯვა, რაც იწვევს ზიანს, ან პირდაპირ პოლიტიკური შერჩევითი ნიშნით, მათივე შერჩეულ პოლიტიკურ ბიუროკრატიაზე ამის ხარჯვა, რაც სწორედ იმ მამოძრავებელ ძალას რაც არის თავისუფალი ბაზარი და ჩვენი მოქალაქეების ინიციატივა აფერხებს პირდაპირ. იგივე შეიძლება ითქვას რეგულაციებზე, რაც აწუხებს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს, ვგულისხმობ საბანკო რეგულაციებს.

გადასახადების დაწევით მათ შორის ბანკების მიერ პროცენტის დაწევაც შესაძლებელი იქნება, რომ ამ გაჭირვების დროს ეკონომიკა მთლიანად არ ჩამოინგრეს. შესაბამისად ბიუროკრატიის შემცირება და დერეგულირება, მათ შორის საბანკო სექტორშიც მნიშვნელოვანია შეიცვალოს სრულიად მავნებლური რეგულაციები, რომლებმაც მოსახლეობას სესხების აღება შეუზღუდა, რათა მოქალაქეებს მათ უკეთესი შანსი ჰქონოდათ რომ ხელი გაემართათ და მეწარმეობა დაეწყოთ.

- თქვენი მთავარი გზავნილია ყველა მიმართულებით გადასახადების შემცირება. ამასთანავე, სოციალური მიმართულებითაც მნიშვნელოვან დაპირებას გასცემთ. როგორ მუშაობს ეს მექანიზმი თქვენთვის? მარტივად რომ ვთქვათ ბიუჯეტში იმდენი თანხა აღარ შევა, ხოლო მეორეს მხრივ კი გაზრდით გადასახდელებს, რაზეც ამ პროგრამის სახით იღებთ ვალდებულებას.

- სრულიად ლოგიკური კითხვაა. ეს საკითხი ორი ნაწილისგან შედგება. დღევანდელი მდგომარეობით რა ხარჯებიც გვაქვს იმ მავნებლური ან ზოგიერთ შემტხვევაში საზიანო ხარჯების შემცირებით, რაც არის დაახლოებით 2.5 მილიარდამდე ლარი. ეს თანხა მოიცავს არასაჭირო ბიუროკრატიულ ხარჯებს, ისეთ პროექტებს, როგორიცაა არაერთი პროექტი, “სტარტაპ საქართველო”, “აწარმოე საქართველოში”, ასევე ყველა სამინისტროს მიმდინარე ხარჯები. ჩვენ დავითვალეთ და სადღაც 2.5 მილიარდ ლარამდე მივდივართ, რისი ჩამოჭრაც დღესვე არის შესაძლებელი. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და საჭირო გახდება ამ კრიზისის დროს 1 მილიარდი დოლარის მოზიდვა და სამწუხაროდ დეფიციტის მაჩვენებელი გაიზრდება, თუმცა ეს მოუწია ყველა ქვეყანას. $1-მილიარდიანი გარე დახმარება 2.5 მილიარდამდე ლარის შიდა მობილიზება და შემცირება დღევანდელი ხარჯების, ამ ორივე ამოცანას ფარავს, რაც გადასახადების შემცირებასა და სოციალური პაკეტებისა და პენსიის გაორმაგებას ფარავს. ამის შემდეგ ჩვენი პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტის მეშვეობით, რაც გულისხმობს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების, მიწების, წამგებიანი საწარმოების მთლიანად კერძო ხელში დაბრუნებას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს მყარი პროგნოზი, რომ ეკონომიკური ზრდის დაბრუნების შესაძლებლობა გვექნება შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. სწორედ ამაზე გათვლით გვაქვს გაკეთებული პროგნოზი ზრდის და სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ, რამაც 100,000-მდე სამუშაო ადგილის შექმნა უნდა შეძლოს. მაგრამ იმისთვის, რათა ჰაერზე არ ითქვას ეს ყველეფარი, ჩვენ გეგმაში მკაფიოდ წერია, რომ ჩვენ გვჭირდება სადღაც 2.5-მილიარდიანი შემცირება დღევანდელი ბიუროკრატიული ხარჯების და ამაზე დამატებით გვჭირდება $1 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების მოზიდვა."

გიგა ბოკერიას განცხადებით, აუცილებელია მოიხსნას ის საბანკო რეგულაციები, რომლებიც დედოლარიზაციისკენ არის მიმართული, რადგან ამ შეზღუდვებით ეკონომიკა ზიანდება. 

"თუ დავაკვირდებით თუ როდის მყარდებოდა ლარი, დავინახავთ, რომ ეს ემთხვეოდა ეკონომიკური ზრდის პერიოდს, როდესაც ეს რეგულაციები ძალაში არ იყო. ამ პერიოდში უფრო მეტად იზრდებოდა დანაზოგები ლარში, ვიდრე მაშინ, როდესაც ამ მთავრობამ დაიწყო თავისი პოლიტიკა და ხელოვნურად დაძალებით გაძვირება სესხების. ამიტომ ჩვენ დოლარიზაციას კი არ უნდა ვებრძოლოთ, რაც არის ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ეს არის პირდაპირ ეკონომიკის დაზიანება. ჩვენ ამ საკითხში უნდა მოვახდინოთ სრული დერეგულირება და ეს გაუხსნის გზას მეტი დოლარის შემოსვლას ჩვენ ეკონომიკაში, რაც არის პირდაპირ კავშირში კურსთან, რადგან კურსი საბოლოო ჯამში დოლარისა და ლარის მოთხოვნის ბალანსი,"- აცხადებს გიგა ბოკერია. 

Forbes Talks - გიგა ბოკერია:




 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები