მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურისტული გადასახადის შემოღება ჩვენი რეალობისთვის მიუღებელია” - ვატო ასათაშვილი

60da13b3e7553
ანუკა ჯოხაძე
28.06.21 23:50
860
მსოფლიოს არაერთ ქვეყნებში მოგზაურობისას ტურისტები ტურისტული გადასახადით იბეგრებიან. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული გადასახადი სასტუმროს ან ავიაბილეთის ღირებულებას ემატება. საქართველოში ტურისტული გადასახადის შემოღებაზე კი საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა საქმე ბოლომდე არცერთ მცდელობაზე არ მიყვანილა. გასული კვირის მიწურულს ახალი გადასახადის დაწესების ინიციატივით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გამოვიდა. ინიციატივა ჯერ საწყის ეტაპზეა, თუმცა კერძო სექტორი მოგზაურებისთვის ახალი გადასახადის დაწესებას კრიტიკულად აფასებს.

"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ მთავარი პრობლემური საკითხი გადასახადის სახით აკუმულირებული თანხების გამჭირვალედ განკარგვა იქნება. მისი თქმით, აღნიშნული გადასახადისთვის საქართველოს რეალობა დღეს მზად არ არის.

“არის ერთგვარი მოლოდინები, რომ ამ გადასახადით გარკვეული შემოსავლის გენერირება მოხდება. თუმცა ჩვენს რეალობაში ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მაგალითად კოვიდ-ფონდი, სადაც აკუმულირებული იყო საკმაოდ დიდი თანხა და არავის სახელმწიფოს მხრიდან თავი ანგარიშვალდებულად არ ჩაუთვლია, რომ წარმოედგინა ამ თანხების ხარჯვის გამჭირვალობა და მიზნობრიობა. ამ პრობლემის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ ტურისტული გადასახადის შემთხვევაშიც. ასეთი გადასახადის დაწესება პირველი, რა პრობლემასაც შექმნის, ეს იქნება აკუმულირებული თანხის გადანაწილება და ხარჯვა. ამას პლუს, სავარაუდოდ, თუ ასეთი გადასახადი დაწესდება სახელმწიფო ყველა ვარიანტში შექმნის სსიპს ან ააიპს, ფონდს ან ორგანიზაციას, სადაც დაასაქმებს არაერთ ათეულ ან ასეულ ადამიანს. ყველაფერი ეს კი იქნება დამატებით ტვირთი გადასახადის გადამხდელებისთვის", - აცხადებს "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები