მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურისტული პაკეტები დაახლოებით 20%-ით არის გაძვირებული“ – Ok Travel

travel

ტურისტული კომპანია Ok Travel-ის ოპერატორი, თაკო ფარცვანია BM.GE-სთან მიმდინარე წლის ტენდენციებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მიმდინარე წელს, ტურისტული პაკეტების ღირებულება დაახლოებით 20%-ით არის გაძვირებული.

მისივე ცნობით, ზაფხულის ჯავშნები ძირითადად თურქეთზე, კვიპროსსა და საბერძნეთზეა გააქტიურებული. ამასთან, აზიაც აქტიურია, თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებთან შედარებით, ამ მიმართულებაზე ჯავშნები შედარებით მცირეა.

„სეზონიდან გამომდინარე, ზაფხულის ჯავშნები თურქეთზე, კერძოდ ანტალიაზე, კუშადასსა და ბოდრუმზეა, ხოლო ტიტების ფესტივალისთვის შექმნილი სტამბოლის ტურისტული პაკეტების ჯავშნები თითქმის უკვე დასრულებულია. გააქტიურებულია კვიპროსისა და საბერძნეთის მიმართულებაც, ასევე გააქტიურებულია აზიაც. ამ ეტაპზე, ზაფხულის ჯავშნები 20%-ით არის დატვირთული, თუმცა მიმდინარე წელს, ჯავშნების მატებას ველოდებით.

რაც შეეხება ფასებს, წელს ფასები დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი. მაგალითისთვის, თურქეთში ერთი კვირით დასვენების ღირებულება, საშუალო კატეგორიის 5 ვარსკვლავიან ნომერში, დაახლოებით 2000 ლარიდან იწყება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი არაპროგნოზირებადია, შესაძლოა სააქციო პერიოდი დაიწყოს და ფასებმა პირიქით დაიკლოს კიდეც ან პირიქით აიწიოს“,- აცხადებს ფარცვანია.

ტურისტული კომპანიის ოპერატორი გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ Wizziar-მა, რომელმაც ბოინგებისა და თვითმფრინავები შემოწმებაზე უნდა გაიყვანოს, კომპანიას გარკვეული პრობლემები შეუქმნა. კერძოდ, ავია კომპანიამ გარკვეულ მიმართულებებზე თარიღები შეცვალა ან ზოგიერთი მიმართულება საერთოდაც ამოიღო.