მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი ჩიხში მოექცა...- ყველაფერი ე.წ რუსულ კანონზეა დამოკიდებული - ია თაბაგარი

თაბაგარი

„ტურიზმის სექტორს ახლა [დღის წესრიგში] უდგას მომდევნო 2-3 წლის მომავლის საკითხი - საით წავიდეთ“ - ტურიზმის ანალიტიკოსი, ია თაბაგარი #რედაქტ2-თან ინტერვიუში მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული ე.წ რუსული კანონის გავლენაზე საუბრობს.

მისი თქმით, თუ ევროპიდან, ამერიკიდან და აზიის ქვეყნებიდან ტურები გაუქმდა, ტურიზმის სექტორის წინაშე მისი ყოფნა, არ ყოფნის საკითხი დადგება.

„ახლა არის ჩიხი, რომელშიც ტურიზმი, მასპინძლობის ინდუსტრია მოექცა. არ დაგვავიწყდეს, რომ თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებს უზარმაზარი ინვესტიციები აქვთ განხორციელებული ტურიზმის სექტორში, რადგან ბევრი სასტუმროს მფლობელი თვითონ არიან ან ოჯახის წევრები. საინტერესოა, ამ მხრივ რას ფიქრობენ, რუსები ჩამოვლენ და ისინი დაისვენებენ? ისინი გადაიხდიან ამხელა თანხებს? არ მგონია, რომ ასე მოხდეს.

თუ ევროპელებმა გააუქმეს ტურები და ევროპას მიჰყვება რასაკვირველია, ამერიკაც და განვითარებული აზიის ქვეყნები, რომლებიც მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებად ითვლება, ესაა სამხრეთ კორეა, სინგაპური თუ იაპონია, მაშინ [ტურიზმს] უდგას ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ყველაფერი ისევ ამ კანონზეა დამოკიდებული“, - განაცხადა თაბაგარმა რედაქტ2-ში სტუმრობისას.

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ, რომ ე.წ რუსული კანონის გარშემო ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპიდან ჯავშნები უქმდება. სასტუმროების ფედერაციის ინფორმაციით, ჯავშნები ძირითადად თბილისში, ცენტრალურ გამზირებზე მდებარე სასტუმროებში გაუქმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები