მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია საკარანტინე სივრცეებზე კიდევ 5 მლნ ლარს დახარჯავს

5ee0ac1d6bbe8
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.20 13:55
1017
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განაცხადი გამარტივებული შესყიდვის განხორციელების თაობაზე. უწყება სასტუმროებში საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად კიდევ დამატებით 5 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

გუშინ 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნდა. დოკუმენტში საუბარია, რომ წლის განმავლობაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საკარანტინე სივრცეების დაქირავებასა და უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეთა ტრანსპორტირებაზე 45 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მაისის ბოლოსთვის კარანტინების ზონა სულ 84 სასტუმროში იყო მომზადებული. 

22 მაისის მდგომარეობით, საკარანტინო ზონაში შედიოდა ქვეყნის მასშტაბით 84 სასტუმრო, რაც ჯამში აერთიანებდა 6 500-ზე მეტ ოთახს, რომლებშიც სავალდებულო კარანტინი 19 002-მა ადამიანმა დაასრულა. ამ მომსახურებაზე მთავრობის მიერ დახარჯულმა თანხამ 32.5 მილიონი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები