მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ადმინისტრაცია ევროპის ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიებზე 1.9 მლნ ევროს დახარჯავს

ტურისტები

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში რეგისტრირებულ კომპანიას AVIAREPS AG-ის მარკეტინგული ხელშეკრულება გაუფორმა. უწყება ერთი წლის განმავლობაში კომპანიას 1 958 800 ევროს (6 196 859 ლარი) გადაუხდის. მარკეტინგული კამპანია მოიცავს გერმანიას, საფრანგეთსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებს.

კამპანია სხვადასხვა აქტივობებს გულისხმობს: ე.წ Roadshow-ებს, სატელევიზიო რეკლამებს მათ შორის, ფრანგულ ტელევიზიაში ARTE-ზე, კამპანიის ფარგლებში ასევე იგეგმება გარე რეკლამების მოწყობაც. AVIAREPS AG-მა ამ ღონისძიებების ჩატარება 2027 წლის იანვრამდე უნდა უზრუნველყოს.

ევროპის გარდა, ტურიზმის ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიაზე 826 ათას ევროს დახარჯავს. ამ მიზნით უწყებამ დუბაიში რეგისტრირებულ კომპანია FLC MARKETING MANAGEMENT-თან ხელშეკრულებაც გააფორმა. შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, FLC MARKETING MANAGEMENT-ს ევალება სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიის წარმოება საქართველოს ბაზრის პოპულარიზების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები