მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია მარკეტინგზე და გამოფენებზე უტენდეროდ ₾20 მილიონის დახარჯვას გეგმავს

მაია ომიაძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2024 წლის განმავლობაში 20-ზე მეტ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის და საქართველოს ტურიზმის სექტორის მარკეტინგისთვის გამარტივებული შესყიდვის ნებართვა წარადგინა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის გაგზავნილი განმარტების თანახმად, ორგანიზაცია მომდევნო წელს 19.8 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. ადმინისტრაცია ითხოვს ნებართვას ეს შესყიდვები ტენდერების გარეშე, ერთ პირთან მოლაპარაკების საფუძველზე განახორციელოს, რასაც ორგანიზაცია დაგეგმილი ღონისძიებების დროულად ჩატარების არგუმენტით ხსნის.

“დასახული მიზნის მისაღწევად ადმინისტრაციის მიერ იგეგმება საერთაშორისო და ადგილობრივი ხასიათის სარეკლამო აქტივობები მიზნობრივი ბაზრის გათვალისწინებით. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაციას. სარეკლამო კამპანია მნიშვნელოვანია პოტენციური მომხმარებლებისათვის კონკრეტული ტურისტული პროდუქტების შეთავაზების და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვის თვალსაზრისით.

ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად, ადმინისტრაცია გეგმავს საერთაშორისო გამოფენა-ბაზრობებზე მონაწილეობის მიღებას, კომპლექსური სარეკლამო კამპანიების წარმოებას, პრეზენტაციებისა და ვებინარების გამართვასა და ზოგადად, სხვადასხვა სახის საპრომოციო/საინფორმაციო აქტივობების განხორციელებას.

დაგეგმილი გამოფენები და საერთაშორისო ღონისძიებები:

  • MATKA, Helsinki, Finland 18 - 21 იანვარი
  • FITUR, Madrid, Spain 24 -28 იანვარი
  • Baltour, Riga, Latvia 2 - 4 თებერვალი
  • EMITT, Istanbul, Turkey 6 - 9 თებერვალი
  • ITB, Berlin, Germany 5 -7 მარტი
  • AITF, Baku, Azerbaijan 3 -5 აპრილი
  • KITF, Almaty, Kazakhstan 24 - 26 აპრილი
  • ATM, Dubai, United Arab Emirates 6 - 9 მაისი
  • Riyad Travel Fair, Riyad, Saudi Arabia მაისი
  • ITB China, Shanghai, China სექტემბერი
  • Top Resa, Paris, France სექტემბერი
  • TTG Rimini, Italy ოქტომბერი
  • PTAK, world travel show Warsaw, Poland ოქტომბერი
  • WTM, London, UK ნოემბერი
  • Satte, India Expo Market 22-24 თებერვალი
  • imex Frankfurt 14-16 მაისი
  • ibtm World 28-30 ნოემბერი
  • თბილისი tbd
  • ბათუმი მაისი
  • New York Travel & Advanture Show, New York USA 27-28 იანვარი
  • Madrid Fusion 2024 - 28-30 იანვარი
  • World Health expo ბერლინი გერმანია - თებერვალი
  • Nat Geo Food Fest, ლონდონი დიდი ბრიტანეთი - ივლისი

შესასყიდი საქონელი და მომსახურება:

  1. ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება - 5 000 ლარი
  2. საერთაშორისო გამოფენები - 7 224 800 ლარი
  3. სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება - 300 000 ლარი
  4. სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება - 31 400 ლარი
  5. სატრენინგო მომსახურება - 400 000 ლარი
  6. სახელოვნებო მომსახურებები - 100 000 ლარი
  7. ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება - 22 000 ლარი
  8. სარეკლამო კლიპების გადაღება - 1 000 000 ლარი
  9. კვების მიწოდების მომსახურება - 50 000 ლარი;
  10. ტვირთის გადაზიდვა - 20 000 ლარი
  11. მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში - 195 000 ლარი
  12. მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები - 200 000 ლარი
  13. სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები - 3 000 000 ლარი
  14. ფოტოები - 50 000 ლარი;
  15. საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ინტერნეტ რეკლამა, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) - 7 012 000 ლარი
  16. ფოტომომსახურებები - 150 000 ლარი”, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები