მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ადმინისტრაცია წინანდლის ღვინის სიმპოზიუმს 250 ათასი ლარით დაასუბსიდირებს

წითელი ღვინო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია "ღვინის სიმპოზიუმს" 250 000 ლარით დაასუბსიდირებს.

შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობამ 26 აგვისტოს მიიღო. დოკუმენტის თანახმად, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიების ნაწილობრივ დაფინანსება (სუბსიდირების) შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ქვეყანაში ტურისტების მოზიდვის მიზნით დაევალა.

როგორც BMG-ის ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადეს, საუბარია წინანდლის ღვინის სიმპოზიუმის ნაწილობრივ დაფინანსებაზე, რომელიც შემოდგომაზე ჩატარდება.

შეგახსენებთ, "სილქ როუდ ჯგუფის" ინიციატივით, გასული წლის 3-4 ნოემბერს, წინანდლის მამულში პირველად გაიმართა შვეიცარიული ასოციაციის, Grand Jury Du Vin-ის ღვინის სიმპოზიუმი. ღონისძების ოფიციალური მხარდამჭერები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "საქართველოს ბანკი" და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები