მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ადმინისტრაციამ პოლონეთიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა - როგორია ვიზიტების სტატისტიკა?

23

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთიდან ტუროპერატორებს უმასპინძლა.

"პოლონეთიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. კამპანიის ფარგლებში, ავიაკომპანია LOT Polish Airlines-თან თანამშრომლობით, საქართველოს პოლონეთიდან წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პოლონელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები შეხვდნენ, B2B ფორმატში გამართულ შეხვედრაზე თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი ტურების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.

გაცნობითი ტურის ფარგლებში, პოლონელი ტუროპერატორები თბილისის, გუდაურისა და კახეთის ტურისტულ ინფრასტრუქტურას გაეცნენ, დაათვალიერეს სასტუმროები, ღვინის მარნები და მუზეუმები",- აღნიშნულია ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტურიზმის სტატისტიკაში, პოლონეთი TOP 15 ქვეყანას შორისაა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია პოლონეთის სამ ქალაქში: ვარშავა, კატოვიცე, პოზნანი - საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს.

2025 წლის 9 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან საერთაშორისო ვიზიტების ვიზირების რაოდენობამ - 64 210 შეადგინა, რაც წლის ჭრილში 21%-იანი მატებაა.

მაჩვენებელი რეკორდული იყო 2023 წელს, როდესაც პანდემიამდელ დონესაც გადააჭარბა და 91 210 ვიზიტი დაფიქსირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები