მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ალიანსი ტურიზმის საპროტესო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

5f62ffd671043
ვიქტორია მღებრიშვილი
17.09.20 10:55
985
საქართველოს ტურიზმი ინდუსტრიის ალიანსი დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან ტურიზმის სექტორის საინიციატივო ჯგუფის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და იმ მოთხოვნებს იზიარებს, რასაც აქციის მონაწილეები გააჟღერებენ.

BM.GE ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოში შექმნილი ეკონომიკის პოსტ-ვირუსული მდგომარეობიდან გამომდინარე მრავალი ბიზნეს სუბიექტი ძლიერ დაზიანდა. ეს განსაკუთრებით დაეტყო ტურიზმის ინდუსტრიას. არსებული ვითარებაში გარდატეხის შეტანა შესაძლებელია მკვეთრი ცვლილებებით. შესაბამისად "საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი" გამოხატავს ალიანსში წარმოდგენილი წევრების პოზიციებს და ბიზნეს საქმიანობების ამოქმედების მიზნით იზიარებს ტურიზმის ინდუსტრიის საინიციატივო ჯგუფის 17 სექტემბერს დაგეგმილ აქციას და მის მთავარ მოთხოვნებს:

- აღდგეს რეგულარული ფრენები ე.წ. "მწვანე ზონის" ქვეყნებთან;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის მოიხსნას საკარანტინო შეზღუდვები და მის მაგივრად დაინერგოს PCR ტესტების პრაქტიკა;

ვიმედოვნებთ, რომ კერძო სექტორის ეს პოზიცია ადეკვატურად იქნება აღქმული სახელმწიფოს მიერ, რაც მოგვცემს საშუალებას, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში ერთობლივი ძალებით უკეთესობისკენ შევცვალოთ არსებული მდგომარეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ტურიზმის სექტორის საინიციტივო ჯგუფის მიერ დაგეგმილი საპროტესო აქცია დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან 19:00 საათზე გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები