მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში Forbes საქართველოზე სტატიას აქვეყნებს

5dc0363391bb9
თელარა გელანტია
04.11.19 19:20
832
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის Forbes-ის ჟურნალისტმა სტეფან რაბიმოვმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს ქართული ხელოვნება, საქართველოს მუზეუმები და გალერეები გააცნო.

„საქართველო გამოირჩევა მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ხელოვანების ახალი თაობით“, - წერს Forbes-ის ჟურნალისტი.

სტატიაში აღწერილია საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოს და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, სადაც სტეფან რაბიმოვის თქმით 300 ათასი უნიკალური ნივთი ინახება. ეს არის საქართველოს თეატრის, კინოს, ოპერისა და ბალეტის პოსტერები, ჩანაწერები, წიგნები, ფოტოები და ა.შ.

Forbes სტატიაში აღწერილია მუზეუმში დაცული მე-16, მე-17 საუკუნეების სპარსული მინიატურები, მე-18 საუკუნის ფრანგული გრავიურები, ცნობილი მხატვრების: ლეონ ბაკსტის, ალექსანდრე ბენუას, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის და სხვების ნახატები და გრაფიკული ნამუშევრები.

მუზეუმის შენობა მე-19 საუკუნეში გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე ოლდენბერგმა ააშენა და სიყვარულის ნიშნად ქართველ ქალს აგრაფინა ჯაფარიძეს მიუძღვნა.

სტატიაში აღწერილია ეროვნული გალერეა, სადაც ცნობილი ქართველი ხელოვნების ნიკო ფიროსმანის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და იაკობ ნიკოლაძის ნახატები და სკულპტურებია დაცული.

Forbes-ის სტატიაში აღწერილია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხელოვნების მუზეუმი და თბილისის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები