მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი 12 ივლისს სამოქმედო გეგმას წარადგენს

60e97d88de3bf
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.21 18:00
1108
საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის ინიციატივით 12 ივლისს, ქალაქ ბათუმის ბოტანიკურ ბაღში წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება.

როგორც ალიანსში განმარტავენ, ღონისძიების მიზანს საქართველოს ტურიზმის ალიანსის მიერ სამუშაო წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შეჯამება და დაინტერესებული მხარეებისთვის სამოქმედო გეგმის წარდგენა წარმოადგენს.

ღონისძიებას ალიანსის დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაციები, ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, USAID ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების ხელმძღვანელები დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში ოფიციალური შეხვედრა ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან გაიმართება.

ცნობისთვის: საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი 2020 წლის 25 აპრილს შეიქმნა და ტურიზმის ინდუსტრიაში მოქმედ 13 ასოციაციასა და 19 ორგანიზაციას აერთიანებს. ალიანსი ინტერსექტორალური თანამშრომლობის გზით ცვლილებებისა და რეფორმების განსახორციელებლად, ინდუსტრიის გაძლიერებას კერძო, საჯარო და დონორი ორგანიზაციების პარტნიორობით საქართველოს ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, ტურიზმის კერძო სექტორის დემოკრატიული პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად. ღონისძიება USAID ეკონომიკური მმართველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამების მიერაა მხარდაჭერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები