მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის სექტორი მალე პანდემიამდელ დონეს მიაღწევს - ნათია თურნავა

617bc73cda99d
ინგა მურუსიძე
29.10.21 14:10
501
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის სექტემბერში 6,9%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც კარგი მაჩვენებელია.

მისი თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში კუმულატიური ზრდის ტემპმა 11.3% შეადგინა.

"მაჩვენებლები გვაძლევს კიდევ უფრო მეტ იმედს, რომ ჩვენ მიმდინარე წელი შეგვიძლია ორნიშნა ზრდით დავასრულოთ", - ამბობს თურნავა.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გადამამუშავებელ და სამთო - მომპოვებელ ინდუსტრიებზე, ასევე ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და დასაწყობების და სტუმარმასპინძლობის სექტორზე, სადაც მაღალი ზრდა დაფიქსირდა.

მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის აღდგენა მაღალი ტემპით მიმდინარეობს. კერძოდ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე სექტემბერში, 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 51%.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სექტორში პოზიტიური ტენდენციებია და მალე დარგი პანდემიამდელ დონეს მიაღწევს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები