მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის შემოსავლებში მთავარი კონტრიბუტორები ახლო აღმოსავლეთის და აზიის ქვეყნები იყვნენ - G&T

ტურიზმი

საინვესტიციო ბანკის Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2024 წელს ტურიზმის შემოსავლები, ძირითადად, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა. მათივე ცნობით, შემოსავლების ზრდის კუთხით განსაკუთრებით ისრაელი გამოირჩევა, საიდანაც შარშან დანახარჯები თითქმის 42%-ით გაიზარდა, ირანის შემთხვევაში ზრდა 18%-ია, ხოლო საუდის არაბეთიდან წლიური ზრდა 21%-ს აღემატება.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. უშუალოდ IV კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან, თითქმის 964 მლნ დოლარის შემოსავალია მიღებული.

Galt & Taggart-ის საქართველოს ტურიზმის ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს შემოსავლები დაახლოებით 300 მლნ დოლარით არის გაზრდილი. ახლო აღმოსავლეთის ქვენებთან ერთად, შემოსავლების აზიის ქვეყნებიდან - ჩინეთიდან და ინდოეთიდანაც გაიზარდა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, ტურიზმის შემოსავლები თითქმის ყველა მეზობელი ქვეყნიდან შემცირდა, 2%-იანი კლებაა რუსეთის შემთხვევაშიც და 850 მლნ დოლარი შეადგინა.

10 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შარშან ყველაზე მეტი შემოსავალი მიიღო:

  • რუსეთი - 850.1 მლნ დოლარი;
  • თურქეთი - 612.3 მლნ დოლარი;
  • ევროკავშირის ქვეყნები - 571.1 მლნ დოლარი;
  • ისრაელი - 436.5 მლნ დოლარი
  • აზერბაიჯანი - 168.5 მლნ დოლარი;
  • სომხეთი - 157.4 მლნ დოლარი;
  • ირანი - 151 მლნ დოლარი;
  • უკრაინა - 149 მლნ დოლარი;
  • საუდის არაბეთი - 122.1 მლნ დოლარი;
  • ბელორუსი - 96.3 მლნ დოლარი;

საინვესტიციო ბანკის საბაზისო სცენარით წელს საქართველო ტურიზმიდან 4.5 მილიარდ დოლარის შემოსავალს მიიღებს, ანუ დაახლოებით 100 მლნ დოლარით მეტი 2023 წელთან შედარებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები