მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმში, მშენებლობაში, კავშირგაბმულობასა და სამთო მრეწველობაში FDI-ის კლებაა

61386af59b8ff
შოთა ტყეშელაშვილი
08.09.21 14:25
639
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია. 

საქსტატის თანახმად, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება სააქციო კაპიტალის შემცირება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში და სასესხო ვალდებულების დაფარვა.

ეკონომიკის ცალკეული სექტორების მიხედვით, ინვესტიციებში პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, სადაც წელს $180 მილიონი ჩაიდო, $106.8 მილიონით მეორე ადგილზეა ენერგეტიკა, სადაც ინვესტიციების გააქტიურება შეიმჩნევა. ამასთან, არაერთ სექტორში - მათ შორის ტურიზმში, სამთო მრეწველობასა და კავშირგაბმულობაში უარყოფითი ინვესტიციები დაფიქსირდა.

ეკონომიკის სექტორები ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით:

1) საფინანსო სექტორი - $180.1 მილიონი, ზრდა წინა წელთან $3.9 მლნ;
2) ენერგეტიკა - $106.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან $98.8 მლნ;
3) დამამუშავებელი მრეწველობა - $72.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან $51.7 მლნ;
4) უძრავი ქონება - $43.2 მილიონი, კლება წინა წელთან -$15.4 მლნ;
5) ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $17.4 მილიონი, ზრდა წინა წელთან $12.2 მლნ;
6) სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $2.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან $0.8 მლნ;
7) მშენებლობა - -$0.6 მილიონი, კლება წინა წელთან -$23.0 მლნ;
8) სასტუმროები და რესტორნები - -$2.9 მილიონი, კლება წინა წელთან -$4.3 მლნ;
9) ტრანსპორტი - -$23.3 მილიონი, კლება წინა წელთან -$34.8 მლნ;
10) სამთომოპოვებითი მრეწველობა - -$25.8 მილიონი, კლება წინა წელთან -$62.4 მლნ;
11) კავშირგაბმულობა - -$73.8 მილიონი, კლება წინა წელთან -$98.1 მლნ;
12) დანარჩენი სექტორები - $70.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან $25.6  მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები