მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმზე ჩვენი გაიდლაინები UNWTO-სთან აცდენილი არ იქნება - ეკონომიკის მინისტრი

5ec6436af33af
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.20 13:10
1114
ტურიზმზე ჩვენი გაიდლაინები UNWTO-სთან აცდენილი არ იქნება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი განმარტებით, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ UNWTO-სთან და სხვა ქვეყნების მსგავსად საერთო წესებსა და საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ქვეყნის ინდივიდუალურ პროტოკოლს ქმნიან, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან, ბატონ ზურა პოლოლიკაშვილთან გვაქვს მჭიდრო კონტაქტები, ვადევნებთ თვალყურს თუ რაზე მუშაობენ, საითკენ მიდის მათი მსჯელობა. პრაქტიკულად ჩვენი ხედვა არ იქნება აცდენილი მათ მიერ დამტკიცებულ წესებთან, უბრალოდ დღეს, რასაც ვუყურებთ ბევრი ქვეყანა არ ელოდება გლობალური წესების დამტკიცებას და თავის ეროვნულ წესებს სთავაზობს სხვა ქვეყნებს, რომელიც შეიძლება იყოს ორმხრივი და მრავალმხრივ ფორმატში მისაღები, თუმცა აქ დიდი აცდენა არ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ სამუშაო ვერსიაზე წვდომა გვაქვს და ყოველთვის კარგი ინტერაქცია გვაქვს, მათ შორის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან.

თუმცა არც არაფერი იქნება ამაში განსაკუთრებული და უცნაური, თუ კი ჩვენს ქართულ წესებს შევთავაზებთ მსოფლიოს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც უნიკალური მასობრივი კარანტინების გამოცდილება შეიქმნა და მე ვთვლი, რომ ქართული წესები იქნება ბევრისთვის მისაღები“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები