მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

Turkish Airlines-ი საერთაშორისო რეგულარული რეისების განახლებისთვის ნებართვას ელოდება

თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ავიაციის სააგენტოსგან საერთაშორისო რეგულარული ფრენების განახლების დადასტურებულ ნებართვას ელოდება, რათა მან 2-თვიანი შესვენების შემდეგ განაახლოს რეისები ცალკეულ ქვეყნებში. როგორც ტრანსპორტის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ განაცხადა, ფრენები 10 ივნისიდან უნდა აღდგენილიყო საბერძნეთის, ბაჰრეინის, ბულგარეთს, ყატარის და კიდევ 10-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით.

"ჩვენ ვერ დავიწყებთ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებს დღეს. ვინაიდან ჯერ კიდევ ველოდებით ნებართვას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან“, – განაცხადა ტრანსპორტის მინისტრმა.

თურქული მედიის ცნობით, Turkish Airlines-მა შიდა ფრენები გასულ კვირას განაახლა.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები