მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: 100 საინვესტიციო შეთავაზების ფარგლებში წელს დამატებით 10 ობიექტი გაიყიდა

5e16fab8cc39f
BM.GE
09.01.20 14:15
926
"ჩვენს მიერ წამოწყებული მასშტაბური საინვესტიციო პროგრამა "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" შეუფერხებლად მიმდინარეობს და უკვე წელს, ამ წლის დასაწყისში დამატებით კიდევ 10 ობიექტის პრივატიზება მოხდა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, ელექტრონულ აუქციონზე დამატებით 10 ობიექტის გასხვისებით ბიუჯეტი 4 233 000 ლარი მიიღებს.

"მთლიანად, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, პრივატიზებულია 47 682 200 ლარის ღირებულების 40-მდე ობიექტი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. პროგრამა გრძელდება და ეტაპობრივად ბევრი სხვა საინტერესო ობიექტი დაემატება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე თქმით, პრივატიზაციის უპრეცედენტო და მასშტაბური პროგრამის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 100-ზე მეტი კომერციულად მიმზიდველი საპრივატიზებო ობიექტი აუქციონზე გამარტივებული ბიუროკრატიული პროცედურებით არის გამოტანილი.

"გამარტივებული პროცედურა გულისხმობს უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარ არის მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა.

პროექტის ფარგლებში შემუშავებულ ინტერატიულ რუკას, სადაც მოცემულია ქვეყნის მასშტაბით არსებული საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, პერიოდულად დაემატება ახალი, კომერციულად საინტერესო შეთავაზებები", – აცხადებს თურნავა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები