თურქეთი 70 ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღსადგენად ემზადება. ამის შესახებ Turizm Guncel წერს.
მისივე ინფორმაციით, 10 ივნისიდან თურქეთი სამგზავრო ფრენების განახლებას ბაჰრეინის, ბულგარეთის, ყატარისა და საბერძნეთის მიმართულებით დაიწყებს, ხოლო უკვე 1 ივლისიდან ავიასაზღვრებს ჩინეთს, მოლდოვას, უზბეკეთს, კანადას, შვედეთს და ასევე, უკრაინას გაუხსნის.
როგორც Turizm Guncel წერს, ყველაზე ბოლოს - 1 სექტემბრიდან თურქეთი ავიამიმოსვლას აშშ-თან აღადგენს.