2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9 მლრდ 791 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.3%-ით მეტია.
საქსტატის 5 თვის მონაცემებით, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.7% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 მლრდ 211 მლნ აშშ დოლარი), აშშ (1 მლრდ 133 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთი (1 მლრდ 56 მლნ აშშ დოლარი).
უფრო დეტალურად, ოფიციალური სტატისტიკით, საქართველო ყველაზე მეტს შემდეგ 10 ქვეყანასთან ვაჭრობს:
- თურქეთი - $1.2 მლრდ, პროცენტული წილი 12.4%
- აშშ - $1.1 მლრდ, პროცენტული წილი 11.6%
- რუსეთი - $1.06 მლრდ, პროცენტული წილი 10.8%
- ჩინეთი - $840.4 მლნ, პროცენტული წილი 8.6%
- ყირგიზეთი - $569.7 მლნ, პროცენტული წილი 5.8%
- აზერბაიჯანი - $522.9 მლნ, პროცენტული წილი 5.3%
- გერმანია - $493.1 მლნ, პროცენტული წილი 5%
- ყაზახეთი - $365.2 მლნ, პროცენტული წილი 3.7%
- გაერთიანებული სამეფო - $354.6 მლნ, პროცენტული წილი 3.6%
- სომხეთი - $280.4 მლნ, პროცენტული წილი 2.9%





























