მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი Gazprom-ს გაზის საფასურის გადახდის გადავადებას სთხოვს - Bloomberg

633c22548111e
მარიამ ვარადაშვილი
04.10.22 16:25
591
თურქეთი "გაზპრომს" გაზის საფასურის გადახდის გადავადებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამით ქვეყანა ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასის ეკონომიკაში ასახვის მიტიგაციას შეეცდება.

საუბარია თანხის გადახდის 2024 წლამდე გადავადებაზე. ჯერჯერობით უცნობია გადავადების საკითხზე რუსეთთან მიიღწევა თუ არა შეთანხმება. Bloomberg-თვის წყაროების მიერ მიწოდებული ინფორმაციით, თურქეთს ოფიციალურად ამ საკითხზე Gazprom-სვის ჯერ არ მიუმართავს. თურქეთის ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულებამ გააძლიერა ზეწოლა როგორც ქვეყნის ბიუჯეტზე, ასევე ვალუტაზე. 2022 წელს თურქული ლირა დაახლოებით 28%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებით, ხოლო აგვისტოში წლიურად სავაჭრო დეფიციტი გაორმაგდა.

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი უკრაინას სამხედრო დრონებს აწვდის, ანკარა მოსკოვისთვის საკვანძო პარტნიორად რჩება, მას შემდეგ რაც სანქციების გამო სავაჭრო, სამოგზაურო და საინვესტიციო სხვა გზები ჩაიკეტა.

გასულ თვეში თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე გაზის ფასიც განიხილეს, მაშინ ერდოღანი იმედოვნებდა, რომ რუსეთიდან ფასდაკლებაზე შეთანხმებას მიაღწევდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები