მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი, რუსეთი, აშშ... - ვისთან ვაჭრობს საქართველო ყველაზე მეტს?

ვაჭრობა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მილიარდ 113 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6%-ით მეტია.

11 თვის მონაცემებით, ექსპორტისა და იმპორტის ჯამური მოცულობით საქართველოსთვის უმსხვილესი პარტნიორი თურქეთია. უფრო დეტალურად, ქვეყნის TOP 10 უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალი და სავაჭრო ბრუნვები ასეთია:

  1. თურქეთი - $2 მლრდ 939 მლნ;
  2. რუსეთი - $2 მლრდ 269 მლნ;
  3. აშშ - $1 მლრდ 966 მლნ;
  4. ჩინეთი - $1 მლრდ 767 მლნ;
  5. გერმანია - $1 მლრდ 204 მლნ;
  6. აზერბაიჯანი - $1 მლრდ 180 მლნ;
  7. ყირგიზეთი - $1 მლრდ 171 მლნ;
  8. ყაზახეთი - $853.5 მლნ;
  9. სომხეთი - $779 მლნ;
  10. იაპონია - $490.4 მლნ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები