მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთი, რუსეთი... - სად ყიდულობს საქართველო სარეცხ და საწმენდ საშუალებებს?

სარეცხი და საწმენდი საშუალებები

საქართველოში სარეცხი და საწმენდი საშუალებების იმპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 5 თვეში ქვეყანამ 31.8 მლნ დოლარის პროდუქტი იყიდა, რაც აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის 28.7 მლნ დოლარის იმპორტს.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით, 2023 წლიდან მოყოლებული იმპორტმა 70 მლნ დოლარს გადააჭარბა, 2025 წელს კი რეკორდული 78.9 მლნ დოლარი იყო.

ქვეყნისთვის სარეცხი და საწმენდი საშუალებების უმთავრესი მომწოდებელი მეზობელი თურქეთია, რომელსაც რუსეთი მოსდევს. იანვარ-მაისის იმპორტში TOP 5 ქვეყანა შემდეგია:

  • თურქეთი - $22.8 მლნ;
  • რუსეთი - $1.9 მლნ;
  • გერმანია - $1.4 მლნ;
  • ისრაელი - $866.4 ათასი;
  • უკრაინა - $582.1 ათასი.

შედარებით მცირეა იმპორტი პოლონეთიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, ჩინეთიდან და ა.შ.

რაც შეეხება ექსპორტს, 5 თვეში 5.5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მცირედით აღემატება გასული წლის 5.1 მლნ დოლარს. წელს სარეცხი და საწმენდი საშუალებების რეექსპორტი 4 მლნ დოლარს აჭარბებს. ძირითადი საექსპორტო ბაზარი, 3.3 მლნ დოლარით, სომხეთია. მას მოსდევს რუსეთი 1.6 მლნ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები