მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი წყალქვეშა გემების მშენებლობას იწყებს

თურქული წყალქვეშა გემი
BM. GE
06.12.25 18:05
396

თურქეთის რესპუბლიკა საკუთარი წყალქვეშა გემების დამზადებას დაიწყებს. ქვეყნის მიზანი სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვითი სექტორის ჩამოყალიბებაა. ამ მიზნით, მასშტაბური პროგრამის, MİLGEM-ის ფარგლებში პირველი თურქული წყალქვეშა გემი, MİLDEN-ი შეიქმნება.

აღნიშნული პროექტი პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში ცერემონიულად დააანონსეს. თურქეთის ფლოტის მოდერნიზაციის პოლიტიკა, რომელიც საზღვაო ხომალდების ყველა კლასს შეეხება, კრიტიკულ მნიშვნელობას შეიძენს შავი და ხმელთაშუა ზღვების თავდაცვის არქიტექტურაში.

წყალქვეშა გემის სიგრძე 80 მეტრი იქნება, წონა კი 2,700 ტონა. ცნობისათვის, ოფიციალურმა ანკარამ უკვე წარმატებით შექმნა საზღვაო გამანადგურებელი - TF-2000. საგულისხმოა, რომ ზრდის მსგავსი ტემპი მალე თურქეთს გლობალური მნიშვნელობის საზღვაო ფლოტს შესძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები