მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ბაზრიდან სამშენებლო და სარემონტო მასალების დეფიციტს არ ველით - "გორგია"

63ea52d71335c
BM.GE
13.02.23 22:40
822
"გორგია" მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, თურქეთის ბაზრიდან სამშენებლო და სარემონტო მასალების დეფიციტს არ ელის. ამის შესახებ bm.ge-ს "გორგიას" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თორნიკე ტოლიაშვილმა განუცხადა.

“თურქეთში დიდ ქარხნებთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც წარმოების პრობლემა არ აქვთ და მათ ხელმძღვანელობასთან პირველადი კომუნიკაციით ვითარება სტაბილურია. გარდა ამისა სხვა ალტერნატიული არხები გვაქვს, საიდანაც იმპორტი შეიძლება მოხდეს, თუნდაც ევროპიდან. მაგალითად, ბოლო წლებში პოლონეთში წარმოება გაზრდილია და მაღალი ხარისხის პროდუქცია ძალიან გაიაფებული. გარდა ამისა ჩინეთიდან კონტეინერების ლოგისტიკის ფასი გაიაფდა, რამაც პროდუქციაზე ფასის კლებას ხელი შეუწყო.” - განმარტა ტოლიაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანია ექსპორტზე და მის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს.

“ექსპორტის მიმართულებით რეგიონულ გაფართოებას ვაპირებთ აქ მეზობელი ქვეყნები იგულისხმება, როგორიცაა სომხეთი აზერბაიჯანი, უზბეკეთი, კვიპროსი და თურქეთი. ბევრი ქვეყანაა ვისთანაც მოლაპარაკება გვაქვს. ჩვენი ძირითადი აქცენტი ევროკავშირის ქვეყნები და ახლო აღმოსავლეთია. იმისათვის, რომ პროდუქცია უცხოეთის ბაზარზე გავიდეს, ის ტექნოლოგიები, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში (პოლონეთი, თურქეთი) დანერგილია აქაც უნდა დაინერგოს. და ა.შ. ამ ტექნოლოგიებით წარმოებაა საჭირო საქართველოშიც, რათა საქართველო კონკურენტუნარიანი გახდეს.” - აღნიშნა თორნიკე ტოლიაშვილმა.

„გალტ ენდ თაგარტი“ სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე მომდევნო 5 წლის განმავლობაში 5-10%-იან ზრდას ელის. სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტმა 2021 წელს $1.8 მლრდ შეადგინა. ძირითადი საიმპორტო ქვეყნების წილი ჯამურ იმპორტში ასე გამოიყურება: თურქეთი, ჩინეთი, რუსეთ, უკრაინა, აზერბაიჯანი და სხვა.