მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ეკონომიკა 2022 წელს 5.6%-ით გაიზარდა

63fdc3fb49cad
გიორგი თოლორდავა
28.02.23 13:19
971
თურქეთის ეკონომიკა გასულ 2022 წელს მოსალოდნელზე მეტად, 5.6%-ით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, პროგნოზირებულზე უკეთესი შედეგები ფიქსირდება IV კვარტალთან მიმართებითაც, კერძოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 3.5%-ს შეადგენს.

EBRD-ის შეფასებით, 2023 წელს თურქეთის ეკონომიკის ზრდის ტემპი შედარებით შენელდება ის, სავარაუდოდ, 3-3.5%-ის ფარგლებში იქნება. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს თურქეთთან მიმართებით პროგნოზების გაკეთებისას არ გაუთვალისწინებიათ ქვეყანაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები.

ბიზნეს კონფედერაციის წინასწარი შეფასებით, ზარალის მოცულობა 85 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 10%-ია.

რაც შეეხება სხვა ძირითად ეკონომიკურ მაჩვენებლებს, ინფლაციის დონე 58%-ის ფარგლებშია, ამის მიუხედავად კი ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 50 საბაზო პუნქტით, 8.5%-მდე შეამცირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები