მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთის ეკონომიკა მკვეთრად გაიზარდა

სავაჭრო ბრუნვა

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში თურქეთის ეკონომიკა მკვეთრად, 5.9%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელს. უშუალოდ წინა კვარტალთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 0.3%-ს შეადგენს, რაც აგრეთვე მოულოდნელად კარგი შედეგია.

ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთი სერიოზული ინფლაციური პრობლემის წინაშეა. ერთწლიან პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასები დაახლოებით 65%-ითაა გაზრდილი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაციური მაჩვენებელია.

ამ პრობლემის დასაძლევად, მიმდინარე თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 500 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 40%-ს მიაღწია.

თურქეთში არსებული კიდევ ერთი პრობლემა რეკორდულად გაუფასურებული ეროვნული ვალუტაა, რასაც არატრადიციული მონეტარული პოლიტიკა და „ედოღანიზმი“ განაპირობებს. ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 29 ლირას აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები