ქვეყანაში არსებული რთული პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მოკლევადიანი განაკვეთის 46%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
მართალია, ძირითადი რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-იან ნიშნულზე რჩება, თუმცა მოკლევადიანი განაკვეთის ზრდა მყისიერად აისახება საბანკო სექტორზე და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე, რომელიც ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურადაა გამყარებული.
ამჟამად ერთი დოლარის გაცვლითი კურსი 38 ლირას შეადგენს, რაც ორწლიან პერიოდში თითქმის 25%-იან გაუფასურებას წარმოადგენს, თუმცა ის მაინც პოზიტიურ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს იმ მაჩვენებელთან შედარებით, რომელიც სტამბოლის მერის დაკავების დღეს დაფიქსირდა და კურსმა 41 ლირას მიაღწია.