თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 500 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 40%-ს მიაღწია.
აქამდე განაკვეთი 35% იყო, თუმცა ის ვერ აღმოჩნდა საკმარისი ინფლაციური წნეხის დასაძლევად, რადგან გასულ თვეს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 65%-მდე გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის მხრიდან 5%-იან ინტერვენცია სწორედ გაზრდილი ინფლაციით და გაუფასურებული ეროვნული ვალუტითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 28.9 ლირას აჭარბებს, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.