თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 250 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთმა 42.5%-ს მიაღწია.
აქამდე განაკვეთი 40% იყო, თუმცა ის ვერ აღმოჩნდა საკმარისი ინფლაციური წნეხის დასაძლევად, რადგან გასულ თვეს ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე 63%-მდე გაიზარდა.
ცენტრალური ბანკის მხრიდან 2.5%-იან ინტერვენცია სწორედ გაზრდილი ინფლაციით და გაუფასურებული ეროვნული ვალუტითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 29.2 ლირას აჭარბებს, რაც თურქეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.