თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის 250 საბაზისო პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რის შედეგად ქვეყანაში ძირითადმა განაკვეთი 43%-დან 40.5%-მდე შემცირდა.
ცენტრალური ბანკის მხრიდან 2.5%-იანი ინტერვენცია შემცირებული ინფლაციითაა განპირობებული, რომელიც 33%-ის ფარგლებშია, რაც მარეგულირებელ ორგანოს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების საშუალებას აძლევს.
განაკვეთის შემცირების ფონზე, ეროვნული ვალუტა ახალ ანტირეკორდულ ნიშნულამდე გაუფასურდა და ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 41.3 ლირა შეადგინა.




























