მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთის უდიდეს ქალაქებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

სავაჭრო ბრუნვა
01.04.24 11:18
351

თურქეთის უდიდეს ქალაქებში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ერდოღანის AK Party-იმ პოზიციები დაუთმო CHP-ის, რომელმაც არჩევნებში გამოცხადებული 61 მილიონი ამომრჩევლის ხმათა 37.7% მიიღო, AK Party-ის მხარდაჭერამ კი 35.5% შეადგინა.

მთავარი ოპოზიციური გაერთიანების CHP-ის კანდიდატები დააკომპლექტებენ სტამბოლის, ანკარას, იზმირის, ბურსასა და ანტალიას ადგილობრივ მთავრობებს. სტამბოლსა და ანკარაში მერის პოსტს ამ დრომდეც ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენლები იკავებდნენ.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დამარცხება აღიარა და თქვა, რომ ქვეყანაში "დემოკრატიამ გაიმარჯვა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები