მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთისა და ევროკავშირის გზები, შესაძლოა, გაიყაროს - ერდოღანი

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთისა და ევროკავშირის გზები, შესაძლოა, გაიყაროს. პოტენციური გაყრის მიზეზად, ერდოღანი ევროკავშირის მიერ გასულ კვირას გასაჯაროებულ დოკუმენტს ასახელებს, რომელშიც თურქეთის დემოკრატიული ჩავარდნები იყო განხილული.

“იმ პერიოდში, როცა ევროკავშირის თურქეთისგან დასაშორებლად კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, ჩვენ ამ მოვლენებს გავაანალიზებთ და თუ საჭირო გახდა, შესაძლოა, ევროკავშირს გავეყაროთ”, - აღნიშნა ერდოღანმა, სანამ ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გაემგზავრებოდა.

ზემოხსენებული ანგარიშის თანახმად, რომელიც ევროპარლამენტმა მიმდინარე თვეს დაამტკიცა, “ახლანდელი გარემოებების გათვალისწინებით, [თურქეთის ევროკავშირში] გაწევრიანების პროცესი ვერ გაგრძელდება”. კრიტიკულ ანგარიშში, სხვა თემებთან ერთად, საუბარი იყო სახელმწიფო ცენზურაზე, სხვადასხვა ხმების ჩახშობაზე, დამოუკიდებელი სასამართლოს არასებობასა და ქალთა უფლებების დაცვის პრაქტიკის გაუარესებაზე. პარალელურად ამისა, ევროპარლამენტმა ევროკავშირს თურქეთთან ურთიერთობის ახალი, “უფრო რეალისტური პარალელური” ჩარჩოს შექმნა დაავალა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი თურქეთმა ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო, ხოლო გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები მხარეებს შორის 2005 წლიდან მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები