მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთმა აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა

6006e74b96ab4
ვიქტორია მღებრიშვილი
19.01.21 20:00
640
თურქეთმა აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიკაცია მოახდინა. აზერბაიჯანული გამოცემა Trend.az-ის ცნობით, ორ მხარეს შორის შეთანხმება გასული წლის 21 თებერვალს გაფორმდა, ხოლო დღეს იურიდიული ძალა მიეცა.

2019 წლის სექტემბერში თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა რუხსარ პეკანმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა რეალურ შესაძლებლობებს არ ასახავს და შეთანხმების მიზეზი მისი ექსპორტ-იმპორტის გაზრდა იყო. მინისტრი, ასევე, აღნიშნავდა, რომ თურქეთი აზერბაიჯანთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებისკენ ისწრაფვოდა.

გამოცემის ინფორმაციით, 2020 წელს აზერბაიჯანიდან თურქეთში ექსპორტი 2.86 მლრდ დოლარიდან 2.6 მლრდ დოლარამდე შემცირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელს 9.2%-ით ჩამორჩება, ხოლო თურქული საქონლის იმპორტმა აზერბაიჯანში 1.56 მლრდ დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2019 წელს 1.65 მლრდ დოლარს (კლება 5%-ია). თუმცა აზერბაიჯანის იმპორტში თურქეთის წილი 12.05%-დან 14.57%-მდე გაიზარდა.

ჯამში, ორი ქვეყნის სავაჭრო ბრუნვა 2020 წელს 4.16 მლრდ დოლარი იყო, რაც 2019 წლის ვაჭრობის მაჩვენებლებზე 7.7%-ით ნაკლებია. ამგვარად, ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის სალდო აღნიშნულ პერიოდში დადებითი მაჩვენებელი შეინარჩუნა და 1.03 მლრდ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები