მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთმა პირველი ჰიპერბგერითი რაკეტა და დრონების საწინააღმდეგო სისტემა წარადგინა

რაკეტა
BM. GE
23.07.25 20:15
341

სამხედრო ინდუსტრიის ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაზე თურქეთმა ახალი საბრძოლო შეიარაღება წარადგინა.

საუბარია ქვეყნის ისტორიაში პირველ ჰიპერბგერით რაკეტაზე, რომლის სიჩქარეც 5 მახს შეადგენს. ინფორმაციისთვის, უკრაინის ომში გამოყენებული კინჟალის სიჩქარე 10 მახს აღემატება. ახალი რაკეტა გაცილებით უფრო ზუსტი და მოქნილი იქნება.

ჰიპერბგერითი რაკეტის გარდა შეიარაღების მწარმოებელმა თურქულმა სახელმწიფო კომპანია MKE-მ დრონების საწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემაც წარადგინა. ის რადარებისა და სხვა ელექტრონული საომარი მოწყობილობების გამოყენებით დაადგენს და გაანეიტრალებს მტრულ დრონებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები