მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა საკრუიზო ტურიზმით წლის განმავლობაში 1 მლნ-ზე მეტ ადამიანს უმასპინძლა

63b6e8af8868b
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.23 23:00
814
2022 წელს, თურქეთში საკრუიზო ლაინერების მგზავრთა რაოდენობამ 1 მლნ ადამიანს გადააჭარბა, რაც 2021 წლის მონაცემებს 22-ჯერ აღემატება. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაიოღლუმ განაცხადა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, თურქეთში 2022 წელს როგორც ქვეყანაში ჩასული ტურისტების ასევე ქვეყანაში არსებულ ლაინერებზე. კარაისმაიოღლუმ აღნიშნა, რომ 2021 წელს თურქეთში 45 362 მგზავრი 78 საკრუიზო ლაინერით შემოვიდა. „ თურქეთში მდგარი საკრუიზო ლაინერების რიცხვი 2022 წელს 12-ჯერ 991 ლაინერამდე, მგზავრების რაოდენობა კი 22-ჯერ 1.6 მლნ ადამიანამდე გაიზარდა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში თურქეთის პორტებში უფრო მეტი საკრუიზო გემი იდგა, ვიდრე 2021 წლის განმავლობაში. ასევე, გასული წლის ოქტომბერში 155 საკრუიზო გემზე 206,484 მგზავრი შემოვიდა, რაც წლის განმავლობაში საკრუიზო გემების მგზავრთა ყველაზე დიდი რაოდენობაა“, - განაცხადა მინისტრმა.

2022 წელს ყველაზე მეტი საკრუიზო გემი და მგზავრი თურქეთის პორტმა კუშადასიმ მიიღო (464 გემი და 493 834 მგზავრი). „სტამბულის გალათაპორტი წლის პორტად დასახელდა, რამეთუ მან 143 გემი და 220 082 მგზავრი მიიღო. მესამე ადგილზე ბოდრუმის რეგიონში მოქმედი პორტია, რომელშიც 98 გემი 95 462 მგზავრით შევიდა. სინოპი, ამასრა და ტრაბზონი საკრუიზო ტურიზმის ინტერესის ლოკაციებს წარმოადგენდა“, - განაცხადა ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები