მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა

639ed3969dd30
BM.GE
18.12.22 12:43
628
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა სახის ტექნიკა გადასცა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობამ თურქული მხარისგან 2 ერთეული აეროდრომის სპეცტექნიკა და UH-1H ვერტმფრენების სათადარიგო ნაწილები უსასყიდლოდ მიიღო.

ღონისძიებას მარნეულში, საავიაციო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და საქართველოში თურქეთის ელჩი ალი ქაან ორბაი დაესწრნენ.

„მოგვიანებით ტექნიკის გადაცემის ოქმიც გაფორმდა, რომელსაც ხელი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალმა, პოლკოვნიკმა სერგო ნინუამ და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ბურაქ ალთინერმა მოაწერეს. ტექნიკის გადმოცემა თურქეთის რესპუბლიკასთან ხელმოწერილი სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდა.

საქართველო და თურქეთი თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობენ“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები