მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინა

63aad73d38edf
გიორგი თოლორდავა
27.12.22 16:14
615
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთმა შავ ზღვაში ბუნებრივი აირის ახალი საბადო აღმოაჩინა, რომლის სავარაუდო მოცულობა 58 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს.

საერთო ჯამში, თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი საბადოების კუმულაციური მოცულობა 700 მილიარდ კუბურ მეტრს აჭარბებს.

ცნობისთვის, ბოლო წლების განმავლობაში თურქეთის მთავრობამ გეოლოგიური კვლევითი სამუშაოები მნიშვნელოვნად გააქტიურა, რის შედეგად ათამდე ახალი საბადოს იდენტიფიცირება გახდა შესაძლებელი.

მიუხედავად უახლესი აღმოჩენებისა, მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ, რუსეთთან, აზერბაიჯანთან, ირანთან და კატართან შედარებით თურქეთი ენერგეტიკული ბუნებრივი რესურსებით მაინც ღარიბ სახელმწიფოდ ითვლება, რომელიც უმეტესწილად გაზისა და ნავთობის იმპორტზეა დამოკიდებული.

პრეზიდენტი ერდოღანი გეგმავს, რომ გეოლოგიური კვლევების დახმარებით ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი მაქსიმალურად აითვისოს და თურქეთის ენერგოდამოუკიდებლობის დონე გაზარდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები