მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთში დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება

6065e45f31100
ნათია თაქთაქიშვილი
01.04.21 20:21
907
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში, კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, ნაწილობრივი შეზღუდვები ამოქმედდება. როგორც ადგილობრივი გამოცემა Anadolu Agency-ი წერს, შეზღუდვები ძალაში 13 აპრილიდან 13 მაისამდე იქნება.

ერდოღანის თქმით, თურქეთში რესტორნები და კაფეები 50%-იანი დატვირთვით იმუშავებს, ძალაში რჩება „კომენდანტის საათიც“, რომელიც 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში მოქმედებს.

ამასთან ერდოღანის ინფორმაციით, მაღალი რისკის მქონე ქალაქებში ყოველ შაბათ-კვირას სრული ლოქდაუნი გამოცხადდება.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთის 81 პროვინციიდან, 58 სადაც მოსახლეობის თითქმის 80 % ცხოვრობს, მაღალი რისკის მქონე რეგიონად ითვლება.

ერდოღანმა თურქეთში მიმდინარე ვაქცინაციის კამპანიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი დოზა 8.5 მილიონ მოქალაქეს აქვს მიღებული, 6.6 მილიონი პირი კი უკვე სრულად, ვაქცინის ორივე დოზით არის აცრილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები