მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაცია 64.8%-მდე გაიზარდა

თურქეთი

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სამომხმარებლო ზრდის ტენდენცია ვერ იძლევა. დეკემბრის განმავლობაში თურქეთში წლიურმა ინფლაციის დონემ 64.8% შეადგინა, რაც თითქმის 3 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვესთან შედარებით.

საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით (Core CPI) ვითარება უფრო მძიმედაა და ფასების ზრდის მაჩვენებელი წლიურად 70.6%-ს აღწევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაძვირების ტენდენცია ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში ფიქსირდება. სამომხმარებლო ფასების გარდა, გაზრდილია პროდუქციის საწარმოო ხარჯებიც, უფრო კონკრეტულად, ინდექსის ზრდის მაჩვენებელი წლიურად 50%-ს შეადგენს; ტრანსპორტირების ხარჯები 77%-ითაა გაზრდილი; კომუნალური ხარჯები კი წლიურად 40%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ მაღალი ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 42.5%-მდე გაზარდა, რაც უაღრესად მკვეთრი მონეტარული ინტერვენცია იყო. მიუხედავად ამისა, ინფლაცია მაინც ვერ იძლევა, რაც თურქეთის მიმართ ინვესტორების განწყობას აუარესებს.

როგორც ჩანს, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესაჩერებლად და ინფლაციის დასაძლევად თურქეთის ეროვნულ ბანკს უფრო მკაცრი ზომების მიღება მოუწევს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები