რუსეთ–უკრაინის ომის პარალელურად დღეს ანტალიაში რუსეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა უნდა გაიმართოს. სერგეი ლავროვთან შეხვედრამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა, რომელიც მედიატორია მოლაპარაკებებში. ცოტა ხნის წინ, ჩავუშოღლუმ ტვიტერზე ლავროვთან შეხვედრის კადრიც გაავრცელა.
ომის დაწყების შემდეგ ლავროვი-კულებას შეხვდრა პირველი მაღალი დონის შეხვდრაა. მანამდე ორი ქვეყნის დელეგაციები ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ.




























